Sunday, June 20, 2010

პროექტი

1.პროექტის სახელი:დაცული ტერიტორიის კოლხეთის ეროვნული პარკის ბიომრავალფეროვნება.
2.პროქტის აღწერა: კოლხეთის ეროვნული პარკის დაარსება დიდ პრობლემებთან იყო დაკავშირებული და საზოგადოებაში არაერთგვაროვან, ზოგჯერ ურთიერტგამომრიცხავ ემოციებს იწვევს ბუნების დამცველთათვის და მოყვარულთათვის ეს უდიდესი წარმატება და წინგადადგმული ნაბიჯია. ფართო საზოგადოებას, მოსწავლე ახალგაზრდობას უფრო მეტი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს კოლხეთის ეროვნული პარკის, მისი მნიშვნელობის, რესურსების, ფუნქციებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. კოლხეთის ეროვნული პარკი უდა გახდეს მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისა და გაძლიერების საქმეში. პარკს აქვს პოტენციალი უდიდესი ტერიტორიული ცენტრი გახდეს, საინტერესოა სალაშქრო მარშუტებიც, რაც ძალიან საინტერესო იქნება მოსწავლე ახალგაზრდობისათვის, რომლებიც არ იცნობენ ან ძალიან მწირი ინფორმაცია აქვთ კოლხეთის პარკის ფლორაზე, ფაუნაზე და მის ტურისტულ შესაძლებლობებზე. მოსწავლეთა, მშობელთა და დაინტერესებულ პირთა ლაშქრობები პარკის ტერიტორიაზე ხელს შეუწყობს ინტერესის გაძლიერებას დაცული ტერიტორიის კვლევისას მიღებული ინფორმაცია გააღრმავებს მათ ცოდნას ნიადაგზე, ფრინველებზე და ცხოველებზე, მცენარეებსა და ტყის საფარზე.
3.პროექტის მიზანი:პროექტის სტრატეგიული მიზანია მოხდეს საზოგადოებაში პარკის პოპულარიზაცია, გახდეს ცნობილი მისი ბიოსფეროს რესურსებისა და შესაძლებლობების შესახებ. მოსწავლეებმა, ახალგაზრდა თაობამ აღმოაჩინოს კოლხეთის პარკი, როგოეც დასავლეთ საქართველოს ბიომრავალფეროვნების ენციკლოპედია, თავისი ჩალებით შეისწავლოს პარკის ნიადაგი, ფლორა და ფაუნა და მოკვლეული მასალები ფართოდ გააცნოს საზოგადოებას.
4.მოსალოდნელი შედეგები: 1.გაწეული სამუშაო მისცემს მოსწავლეებს საშუალებას, აქტიურად ჩაებან პარკის ცხოვრებაში. შეისწავლონ მისი ნიადაგი, ფლორა და ფაუნა, გეოგრაფიული მდებარეობა. ყოველივე ეს გააძლიერებს მათში ბუნების სიყვარულს, ასწავლის მის გაფრთხილებას.2. მოპოვებული მასალა დაიხვეწება. მიიღებს სათანადო ფორმებს და მოესყბა გამოფენები, ჩატარდება კონფერენციები და სემინარები, რეც წინაპირობაა იმ პრაქტიკული საქმიანობის, რასაც ინფორმაციის ჩარჩოში ჩასმა და ფართო მასებისათვის გაცნობა ჰქვია.3.მოსწავლეების აქტიურობა, დიდი რაოდენობით ინფორმააციის მიღება გააცნობს საზოგადოებას პარკის პრობლემებს, რესურსებს და შესაძლებლობებს.